სენდვიჩპანელი RW

Thermopanel RW

სახურავის ქვაბამბის სენდვიჩპანელი

სახურავის სენდვიჩპანელი Thermopanel RW წარმოადგენს, მაღალი მედეგობის, დათბუნებულ კედლის პანელს, რომელიც იწარმოება თუნუქის 2 ფურცელს შორის მაღალის სიმკვირივის ქვაბამბის საიზოლაციო მასალის მოთავსებით. მეტალის საფარი მედეგია გარემო კლიმატური პირობებისადმი (წვიმა, თოვლი, ქარი და ა.შ.) და ასევე გააჩნია დეკორატიული ფუნქცია. ამ ტიპის სენდვიჩ პანელის ძირითადი უპირატესობაა ცეცხლედეგობის თვისება. Thermopanel RW   სერტიფიცირებულია და გააჩნია ცეცხლედეგობის ხანგრძლივობის განსხვავებული ვადები სისქეების მიხედვით.

გამოყენების არეალი:

  • სამოქალაქო მშნებელობა
  • სასაწყობე მშენებლობა
  • სავაჭრო ცენტრები
  • სასტუმროები
  • ანგარული ტიპის მშენებლობა
  • ავტოფარეხები, ავტოსამრეცხაოები
  • სამაცივრე კომპლექსების მშენებლობა
  • დათბუნებული კონტეინერების წარმოება

უპირატესობები:

  • ხმისა და თბოიზოლაციის კარგი მაჩვენებელი.
  • იდეალური დაცვა გარემო კლიმატური პირობებისაგან, ინარჩუნებს ფიზიკურ ფორმას და ვიზუალს წლების განმავლობაში, საექსპლუატაციო ვადა დამოკიდებულია მეტალის საფარის ხარისხზე
  • წყალგაუმტარობა
  • ცეცხლმედეგობის მაღალი მაჩვენებელი
  • მარტივი და სწრაფი აპლიკაცია
  • იდეალური სიმტკიცის მახასიათებლები

λ = 0041 W / м * К

სისქე(მმ) 50 80 100 120 150
სამუშაო სიგანე(მმ) 1000 1000 1000 1000 1000
სიგრძე(მმ) 2000 - 15000 2000 - 15000 2000 - 15000 2000 - 15000 2000 - 15000
შემავსებლის სიმკვირივე 130 კგ/მ3 130 კგ/მ3 130 კგ/მ3 130 კგ/მ3 130 კგ/მ3
U (RW)-W/M2*K 0.86 0.54 0.43 0.36 0.29
R (RW)-M2/W*K 1.15 1.85 2.3 2.75 3.45
RW(A2-s1, d0) EI30 EI60 EI90 EI100 EI120
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სენდვიჩპანელი RW