ჩვენს შესახებ
კომპანიის შესახებ:
თერმოპანელის სენდვიჩპანელების ქარხანა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა და კომპანიამ ფასადებისა, სამშრიანი პანელებისა და სენდვიჩპანელების წარმოება დაიწყო.
დანიშნულება:
ჩვენი პროდუქცის დახმარებით გეძლევათ საშუალება უმოკლეს დროში ააშენოთ ენერგოეფექტური ნაგებობა:
- საწყობი
- ოფისი
- კოტეჯი
- ფერმა
- ჯიხურები
- კონტეინერი
- მაცივარი
- სპორტული კომპლექსი
- სასწავლო დაწესებულება
- დროებითი ნაგებობები და მრავალი სხვა.
კონკურენტული უპირატესობა:
პროდუქციის ხარისხში, ფერთა ფართო ასორტიმენტში, შეღავათიან ფასებში და დამზადების ვადებში მდგომარეობს!
რას წარმოადგენს სენდვიჩ პანელი:
70_იანი წლებიდან მოყოლებული ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა შენობები, რომელთა მშენებლობაშიც იყენედნენ სხვადასხვა დამათბუნებლით დამზადებულ სენდვიჩ პანელებს.
ამ მასალის მსგავს პოპულარობას განაპირობებდა მისი თბო და ხმის იზოლაციის უნიკალური თვისებები. ასევე პანელის დიდ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს მისი მონტაჟის მცირე დრო და სიმარტივე.
სენვიჩ პანელები უმეტეს წილად გამოიყენება სამრეწველო და საზოგადოებრივ მშენებლობაში. ამ მასალით გამართული შენობები გამოირჩევა მაღალი თბოიზოლაციით, თანამედროვე იერით და დაბალი ფასით.
სენდვიჩ პანელი – ეს არის სამშენებლო მასალა, რომელის წარმოებაც ხდება ქარხნული წესით და წარმოადგენს ორ ფენა თუნუქის ფურცელს, რომელთა შორისაც მოთავსებულია საიზოლაციო შემავსებელი.
შემავსებლად შეიძლება გამოყენებული იქნას ქვაბამბა (RW), პოლისტირონი (EPS). პოლიურეთანი (PUR) ან პოლიზოციანურატი (PIR). სენდვიჩ პანელები გამოიყენება საწარმოების, კომერციული დანიშნულების შენობების, ლოჯისტიკური ცენტრების, სპორტული დარბაზების, საწყობების, სამაცივრე მეურნეობების და სხვა მრავალი ტიპის შენობების მშენებლობისას ,რომელთა აგებისას მნიშვნელოვანია მშენებლობის სწრაფი ტემპი, ცეცხლმედეგობა, ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, რთული კლიმატური პირობებისადმი მდგრადობა და მაღალი ენერგოეფექტურობა. სენდვიჩ პანელის წარმოებისას გამოყენებადი თუნუქი დამუშავებული და შეღებილია სპეციალური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს მის დაცვას კორზიისაგან, ულტრაიისფერი სხივებისაგან, უამინდობისაგან და სხვა გარე ფაქტორებისაგან.